რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ასტანაში, სადაც მოლაპარაკებას გამართავს ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევთან.
კრემლის ზოგადი ინფორმაციის მიხედვით, დღის წესრიგშია ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა და აქტუალური საერთაშორისო პრობლემები.
ყაზახეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 8 ნოემბერს, კრემლის საიტზე გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყაზახურ გამოცემასთან პუტინის ინტერვიუ, რომელშიც ამბობს, რომ რუსეთ-ყაზახეთის პარტნიორობას განსაკუთრებულად პრივილეგირებული ხასიათი აქვს და ეფუძნება ურთიერთპატივისცემის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს.
როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული მედია წერს, ყაზახეთში პუტინის ვიზიტის შედეგები აჩვენებს, ვის გვერდით დადგება ყაზახეთი - რუსეთის და ჩინეთის თუ დასავლეთის, რადგან „ორ სკამზე ჯდომა“ აღარ გამოუვა.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი ტოყაევი აცხადებს, რომ ყაზახეთი დაიცავს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებსუკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ყაზახეთს კრემლის მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს, პრეზიდენტმა ტოყაევმა კი განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ.
ყაზახეთი და რუსეთი კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არიან დსთ-ს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები.