ბათუმში, ევროპის მოედანზე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. მათ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გააპროტესტეს და ხელისუფლებისგან რეაგირება მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ მდუმარედ სურთ გამოხატონ სოლიდარობა და სამძიმარი გამოუცხადონ დაღუპულის ოჯახს. ისინი მოითხოვენ 6 ნოემბერს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას.
ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე იქნება მხოლოდ სანთლები და საქართველოს დროშები.
„გამოჩნდა, რას აკეთებს საოკუპაციო რეჟიმი და რა ხდება ჩვენს საზღვრებზე, ჩვენი სახელმწიფო კი ამ ფონზე ვერ გვიცავს, ეს კი დიდ ღელვას იწვევს ჩვენში, საქართველოს მოქალაქეებში. ახლა დროა, ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე ხმა ავიმაღლოთ", - თქვა თამარ მამეიშვილმა ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა, რომელიც აქციას შეუერთდა.
ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოდან, რომელიც აქციის ერთ ერთი ორგანიზატორია, აცხადებს: „ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთი მხრივ, სამძიმრის გამოსახატად. პროტესტი კი ხელისუფლების მიმართ გვაქვს, რომელიც უნდა საუბრობდეს ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე, თუ რა ხდება ოკუპაციის ხაზზე და ეს უნდა იყოს ნომერ პირველი თემა, თუმცა ის მითური მშვიდობის თემა, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება ტენის ქართულ საზოგადოებას, აი ასეთი სისასტიკით სრულდება. იტაცებენ და კლავენ ჩვენს მოქალაქეებს. ამის საპირწონედ კი, კრუიზები შემოდის, ფრენები ხორციელდება და გზებსაც აშენებს ჩვენი ხელისუფლება".
თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნის აქცია გაიმართა თბილისში.
სუს-ის ცნობით გუშინ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.
თბილისი საოკუპაციო ძალებისგან 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებას და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.
ასევე ნახეთ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი - საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ნათესავისაოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „კაგებე"-მ. დე ფაქტო ვერსიის თანახმად: „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლეს და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანის საბურავებს". ამავე ცნობით, სროლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი დააკავეს.
ასევე ნახეთ შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო - ბრიტანეთს ელჩიეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო ძალების მოქმედებებს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
არჩილ ტატუნაშვილის შესახებ
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში.
„ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილი იყო ნაწამები და მისი გარდაცვალება გამოიწვია წამებამ“, - ამბობდა ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ.
გიგა ოთხოზორიას შესახებ
30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “მესაზღვრემ” - რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. შემთხვევა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან 2016 წლის 19 მაისს მოხდა. საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 მაისს დაიწყო.
2018 წლის 11 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზარიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.