თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც გერმანიაში, მიუნხენში ჟურნალისტებთან და პრესსამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩავიდა, ამბობს, რომ დედაქალაქში ახალი ავტობუსები იანვრიდან ივლის. მან "ფეისბუკის" პირდაპირ ეთერში საუბრის დროს აღნიშნა, რომ 18-მეტრიანი 50 ავტობუსი საქართველოში დეკემბერში შემოვა.
"დღეს გვაქვს გარკვეული გამოწვევები - ვხედავთ გადაჭედილ ავტობუსებს. 18-მეტრიანი ავტობუსები განტვირთვის და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს... ბოლო ეტაპი იყო 18-მეტრიანი ავტობუსების შემოიყვანა, რაც მომავლი წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება... აღნიშნული ავტობუსები როგორც ვიზუალურად მოუხდება ქალაქს, ასევე, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება", - თქვა კალაძემ.
ასევე ნახეთ მერიამ 160 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება გააფორმათბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.
კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.
ასევე ნახეთ როგორ ავტობუსებს ყიდულობს მერია - ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილიასწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.