რუსეთის ფედერაციის სუბიექტის - ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ადგილობრივ სამართალდამცავებს უბრძანა შესაძლო „არასანქცირებული არეულობების“ მკაცრად ჩახშობა.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, გროზნოში, შსს-ს და გვარდიის წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე, კადიროვმა განაცხადა, რომ „თუ ერთი ადამიანი მაინც გავა არასანქცირებულ არეულობებზე“, ის უნდა „დააკავონ და ჩასვან“ ან „ჰაერში სამი გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთონ და თუ ამის შემდეგ ადამიანი კანონის მოთხოვნას არ ასრულებს, მეოთხე გასროლა შუბლში უნდა იყოს“. როგორც კადიროვმა თქვა, „მეტჯერ აღარ გამოვლენ“ და ეს მისი „ბრძანებაა“.
კადიროვის ბრძანება მოჰყვა ჩეჩნეთის მეზობელ დაღესტანში განვითარებულ მოვლენებს. 29 ოქტომბერს, საღამოს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით და მოითხოვდნენ რეგიონიდან ებრაელების განდევნას.
ასევე ნახეთ კადიროვების მუსლიმური ანკლავი? ღირსი ადამის ჯილდოების ახალი კოლექციაპოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო. მათ აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს და თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. ანტისემიტური გამოსვლის მონაწილეები აეროპორტიდან გამსვლელებს დოკუმენტებსაც უმოწმებდნენ მათი წარმომავლობის დასადგენად. ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა და ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია 80-ზე მეტი პირი.
ასევე ნახეთ ებრაელების დაღესტნური „პოგრომი“ - რუსეთის „რელიგიური ჰარმონიიდან“ „სისტემურ ანტისემიტიზმამდე“დაღესტანში განვითარებული მოვლენების გამო, 30 ოქტომბერს, საღამოს, მოსკოვში საგანგებო თათბირი გამართა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მოვლენები „ინსპირირებული იყო სოციალური ქსელების მეშვეობით“, მათ შორის „უკრაინის ტერიტორიიდან დასავლეთის სპეცსამსახურების აგენტურის ხელით“. პუტინამდე „უკრაინულ კვალზე“ ილაპარაკა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მელიკოვმა.
29 ოქტომბერს, ღამით, მაჰაჩყალის აეროპორტში ანტისემიტური გამოსვლების დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ეს არის რუსეთში სხვა ხალხებისადმი მასობრივად გავრცელებული სიძულვილის კულტურა, რომლის პროპაგანდას ეწევიან სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ხელისუფლება. ზელენსკის თანახმად, „რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერებისადმი სიძულვილი სისტემური და ღრმად ფესვგადგმულია“.
ასევე ნახეთ აშშ გმობს დაღესტნის აეროპორტში გამართულ ძალადობრივ ანტისემიტურ აქციას, "აბსურდს" უწოდებს რუსეთის განცხადებას უკრაინის მონაწილეობაზეისრაელის მთავრობამ, რომელმაც პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების დასაცავად გადამწყვეტი ზომები მიიღოს.