საპატიმროში მყოფმა რუსმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საპატიმროში. 20 მაისი, 2022 წელი

რუსეთის საპატიმროებში მყოფმა რუსმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა 30 ოქტომბერს, პოლიტიკური პატიმრების დღეს, ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადეს.

შიმშილობის ინიციატორები არიან ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი, ვლადიმირ კარა-მურზა, ლილია ჩანიშევა, დანიელ ხოლოდნი, ვადიმ ოსტატინი და მიხაილ კრიგერი.

ისინი რუსეთის უფლებადამცავი ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული. უკავშირდება თუ არა მათ სიმბოლურ შიმშილობას რაიმე მოთხოვნები, არ არის ცნობილი.

პოლიტიკური პატიმრების დღე პირველად აღინიშნა 1974 წლის ოქტომბერში, ციხეში მყოფი საბჭოთა დისიდენტების, კრონიდ ლიუბანსკის და ალექსეი მურჟენკოს მიერ, როცა ისინი ცილობდნენ საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმრის სტატუსის მოპოვებას და პენიტენციარულ სისტემაში პოლიტპატიმრების უფლებების აღიარებას.

ასევე ნახეთ ალექსეი ნავალნი 21-ედ გადაიყვანეს სადამსჯელო საკანში