Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი 21-ედ გადაიყვანეს სადამსჯელო საკანში


ალექსეი ნავალნი ნელეხოვოს კოლონიიდან ვიდეოჩართვისას. 23 აგვისტო, 2023 წელი
ალექსეი ნავალნი ნელეხოვოს კოლონიიდან ვიდეოჩართვისას. 23 აგვისტო, 2023 წელი
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც სასჯელს ვლადიმირის ოლქში, კოლონიაში იხდის, 21-დ გადაიყვანეს სადამსჯელო საკანში.
ამის შესახებ იტყობინება პოლიტიკოსის გვერდი X-ში (ყოფილი ტვიტერი).
"საფუძველს წარმოადგენს ციხის ზედამხედველის მოხსენება, რომელშიც მან ძალიან შეფარულად, მრავალწერტილებით დაწერა: "ლეიბის მიღების მიზნით მსჯავრდადებული ნავალნის საკნიდან გამოყვანისას, მან დაამცირა ჩემი ღირსება და მითხრა, რომ მე ... და ... ვარ“, - ნათქვამია ნავალნის სახელით გამოქვეყნებულ პოსტში.
სადამსჯელო საკანში პოლიტიკოსი 12 დღე-ღამეს დაყოფს. ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის გამოთვლით, პატიმრობის განმავლობაში ის უკვე 236 დღეს გაატარებს სადამსჯელო საკანში. ადრე ნავალნი სადამსჯელო საკანში მოათავსეს, მაგალითად, შეხსნილი ღილისა და ღობის გარეცხვაზე უარის თქმის გამო. მან ასევე ნახევარი წელი გაატარა საკნის ტიპის სივრცეში (ПКТ). 2023 წლის სექტემბერში ნავალნი, როგორც "გამოუსწორებელი", ერთი წლით გადაიყვანეს სამარტოო საკნის ტიპის სივრცეში (ЕПКТ) - "შესაძლო სასჯელთაგან უმკაცრესი ყველა ტიპის კოლონიაში", - წერდა ის.
ნავალნი ბრალს არ აღიარებს, მრავალმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ის პოლიტპატიმრად აღიარა.
XS
SM
MD
LG