გერმანიამ უკრაინის არმიას გადასცა სამხედრო დახმარების მორიგი პარტია, რომელიც საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T SLM-ს მოიცავს.
გერმანიის მთავრობის თანახმად, ახალ პაკეტში ასევე შედის დამატებითი რაკეტები IRIS-T SLS, სარადარო TRML-4D სისტემა, 4 ჯავშანტრანსპორტიორი, საბრძოლო მასალა MARS II-ის მრავალფუნქციური ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის, 8 სადაზვერვო დრონი, ოთხი ბატარეის საწინააღმდეგო რადარი, 5 ათასი 155-მმ-იანი ჭურვი და სხვა.
რუსეთის წინააღმდეგ ომში თავდაცვითი და შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად ბერლინმა უკრაინას უკვე გადასცა სამი საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T SLM-ი და გერმანული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II.
ასევე ნახეთ
გერმანიამ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გადასცამიწისზედა ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM-ი იყენებს მოდიფიცირებულ ჰაერი-ჰაერის კლასის რაკეტებს. ისინი არსებობს ორი-მცირე (SLS) და საშუალო (SLM) დიაპაზონის ვერსიით.
მაისში, გერმანიაში გამართული შეხვედრის დროს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კიდევ ერთხელ დაჰპირდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ გერმანია მხარს დაუჭერს მის ქვეყანას მანამ, "სანამ საჭირო იქნება".
ასევე ნახეთ
გერმანია უკრაინას დაეხმარება, "სანამ ეს საჭირო იქნება"