Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია უკრაინას დაეხმარება, "სანამ ეს საჭირო იქნება"


ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი, ერთობლივი პრესკონფერენცია. 14 მაისი, 2023 წელი. ბერლინი
ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი, ერთობლივი პრესკონფერენცია. 14 მაისი, 2023 წელი. ბერლინი

გერმანიაში გამართული შეხვედრების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას.

ზელენსკი მადლობას უხდის გერმანიას, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის:

გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები, არტილერია, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები უკრაინელების სიცოცხლეს იხსნის და გამარჯვებასთან გვაახლოებს.

გერმანია საიმედო მოკავშირეა! ჩვენ ერთად ვაახლოებთ მშვიდობას!“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე.

"გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია და გერმანია რჩება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგული“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შემდეგ.

განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია „სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დადგნენ ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ომის დანაშაულებსა და სხვა სისასტიკეში“ და „გაიზარდოს ზეწოლა შემდგომი სანქციებით რუსეთზე და მათზე, ვინც მხარს უჭერს მის საომარ ძალისხმევას“.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიდევ ერთხელ დაჰპირდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ გერმანია მხარს დაუჭერს მის ქვეყანას, "სანამ საჭირო იქნება".

XS
SM
MD
LG