თეთრი სახლი: რუსეთი სიკვდილით სჯის სამხედროებს, რომლებიც უარს აცხადებენ ბრძანებათა შესრულებაზე

ჯონ კირბი, თეთრი სახლის პრესმდივანი ეროვნული უშიშროების საკითხებში

აშშ-ს მოეპოვება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია სიკვდილით სჯის ჯარისკაცებს, რომლებიც უარს აცხადებენ უკრაინის ომთან დაკავშირებული ბრძანებების შესრულებაზე - აცხადებს თეთრი სახლი 26 ოქტომბერს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ კირბიმ, ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ აშშ-ის ინფორმაციით, "რუსი მეთაურები მთელ დანაყოფებს ემუქრებიან სიკვდილით დასჯით, თუკი ისინი უკრაინის საარტილერიო ცეცხლიდან უკან დახევას შეეცდებიან".

ასევე ნახეთ

რუსმა მოხალისემ, რომელსაც ფრონტზე დაბრუნებას აიძულებდნენ, თავი ჩამოიხრჩოდეზერტირობის ბრალდებით დააკავეს ჰოკეიში რუსეთის ნაკრების მეკარე ომს ყველა ისე გაურბის, როგორც შეუძლიაგერმანია მზად არის, "გარკვეული პირობებით" მიიღოს რუსეთიდან გაქცეული დეზერტირები გერმანიამ თავშესაფარი მისცა რუსეთში მობილიზაციას გაქცეულ 55 მოქალაქეს