სენატორი ჯინ შაჰინი დაინტერესდა, როგორ ეხმარება დემოკრატიის დაცვაში აშშ საქართველოს, სადაც მომავალ წელს არჩევნებია?
სენატორის შეკითხვაზე პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ისე რომ გვარი არ დაუსახელებია, ერთგვარად ახსნა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების და საქართველოში რეფორმების გატარების მოთხოვნის მიზანიც. მან ახსენა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, რომლის მიღებასაც მოელის საქართველო და ხაზი გაუსვა, რომ:
" ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს, იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი. მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა, რომ [საქართველო] იყოს რუხი ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის?
ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი მომენტი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვმუშაობთ თითოეულ ჩვენს მეგობართან ერთად ევროკავშირში. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას.
ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი კომპლექსი ღონისძიებებისა, რომლებიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა ო'ბრაიენმა.
მანვე თქვა, რომ აშშ გაეროს პირველად ანგარიშს დაელოდება, რათა გაირკვეს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფორმატი, რის შემდეგაც ეცდებიან, დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაში.
ასევე ნახეთ "რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე" - ცნობას აშშ-ის საელჩო Europe Time-ს უდასტურებსო'ბრაიენის თქმით, აშშ არ მიატოვებს საქართველოს.
სენატორი ჯინ შაჰინი შეეხო ანაკლიის პორტსაც და ამ პროექტის მიმართ ჩინეთის დაინტერესებას. სენატორმა იკითხა, როგორ შეიძლება აშშ-მ გააძლიეროს საქართველოს მედეგობა ჩინეთის ინტერესების საპირისპიროდ?
"ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც მიითვისებენ ან მოისყიდიან ქვეყნებს, რომლებშიც ოპერირებენ და ეს მოიცავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც, როგორიცაა ანაკლიაში. როგორც ვიცი, ამ ტენდერში არის ორი ფინალისტი. პროექტის დასრულებას წლები დასჭირდება. არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და ასევე დასავლური კონსორციუმი.
ჩვენ მხარს ვუჭერდით, მე ადრე ჩართული ვიყავი და, ალბათ, მაქვს უფლება, ვისაუბრო ამაზე - ამერიკამ დიდი თანხები გაიღო ფოთის პორტის განვითარებისთვის, ის პორტი დიდი ოდენობით ტვირთებს ემსახურება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც საქართველოში, რომ იმართოს ტვირთების მეტი ნაკადი. ამის ნაწილია, რომ დავრწმუნდეთ იმაშიც, რომ იქ [საქართველოში] არის კონკურენცია და ასევე, რომ ანაკლია იმართებოდეს ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც მუშაობს კანონის ფარგლებში. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამის მისაღწევად“, - თქვა ო'ბრაიენმა.
“საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურობს. ცდილობს ეს ტერიტორია თავისი სამხედრო ძალის შესაძლო განთავსების ბაზად გამოიყენოს, ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით", - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა, 25 ოქტომბერს სენატში გამართულ მოსმენაზე.