გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 22 ოქტომბერს გამოხატა შეშფოთება ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედების შემდეგ გერმანიასა და მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმის ზრდის გამო.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ თანახმად, შოლცმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ქალაქ დესაუში ახალი სინაგოგის გახსნაში. ქალაქის ბოლო სინაგოგა ნაცისტებმა 85 წლის წინ გაანადგურეს.
გერმანიის ზოგიერთ ქალაქში ისრაელის დროშები ჩამოგლიჯეს, გასულ კვირას კი უცნობებმა ბერლინის სინაგოგას ორი „მოლოტოვის კოქტეილიანი“ ბოთლი ესროლეს.
ასევე ნახეთ გერმანიის კანცლერი: გერმანია ისრაელის გვერდით დგას. შოლცის თელ-ავივში ვიზიტისას რამდენჯერმე იყო საჰაერო განგაშიწინა დღეს ისრაელის ხელისუფლებამ ანტისემიტური განწყობების მნიშვნელოვანი ზრდის გამო თავის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობისგან - გავრცელდა ინფორმაცია ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმების საფრთხეების ზრდის შესახებ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოში.
- ისრაელმა ომი გამოუცხადა „ჰამასს“ მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა.
- 7 ოქტომბრიდან ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია ათასობით ადამიანი.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 4600-ზე მეტი ადამიანი.
- გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
- სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 19 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ღაზის სექტორში მძევლობაში უნდა იყოს დაახლოებით 200 ადამიანი.