მარია ზახაროვას შეურაცხყოფისთვის ჟურნალისტ სატანოვსკის პროგრამა „სოლოვიოვ LIVE“ დაატოვებინეს

ევგენი სატანოვსკი

აღმოსავლეთმცოდნე და პოლიტოლოგი, რუსეთის ებრაელთა კონგრესის ყოფილი პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი გაათავისუფლეს კრემლის მხარდამჭერ არხ "სოლოვიოვ ლაივიდან", სადაც ექსპერტად მუშაობდა.

ამის მიზეზი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვასა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის მისამართით მის მიერ გაკეთებული მკაცრი გამონათქვამები.

ისრაელელი ჟურნალისტის, ალექსანდრ ვალდმანის იუტუბის არხში მონაწილეობის დროს, სატანოვსკიმ ბოგდანოვს „ძლიერ გალოთებული მინისტრის მოადგილე“ უწოდა, ხოლო მარია ზახაროვას - „ძლიერ გალოთებული ქარაფშუტა“, რომელიც „ვერ იტანს“ ისრაელს.

გარდა ამისა, ყოფილმა ექსპერტმა რუსეთის პრეზიდენტი არაბულ ქვეყნებზე, ირანსა და თურქეთზე გადაჭარბებული დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

„ევგენი იანოვიჩთან პროფესიული კომუნიკაციის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ“, - განაცხადა კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ვიდეომიმართვაში. ტელეწამყვანმა ბოდიში მოუხადა ზახაროვასა და ბოგდანოვს.

ასევე ნახეთ

ბარდი, უხამსი ქალი, შტრიბანი და ტელეღრუტუნობა