გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაჭრით დაგმო ბერლინში სინაგოგაზე თავდასხმა და თქვა, რომ „არასოდეს შევეგუებით იმას, რომ თავდასხმა ხდება ებრაულ დაწესებულებაზე.“
პოლიციის თანახმად, დაუდგენელმა პირებმა აალებადი სითხით სავსე ორი ბოთლი ესროლეს სინაგოგას ბერლინის ცენტრში 18 ოქტომბერს, როცა ისრაელის და „ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე ქვეყანაში გახშირდა ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური ინციდენტები.
გერმანიის წამყვანმა ებრაულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა ორი პირი, მაგრამ სხვა დეტალები არ გამოუქვეყნებია.
არსებული ცნობით, ბოთლები ტროტუარზე დაეცა და ჩაქრა. შენობას, რომელშიც სინაგოგის გარდა, საბავშვო ბაღი მდებარეობს, ზიანი არ მისდგომია.
ასევე ნახეთ გერმანიის კანცლერი: გერმანია ისრაელის გვერდით დგას. შოლცის თელ-ავივში ვიზიტისას რამდენჯერმე იყო საჰაერო განგაში