მოსკოვში მიმდინარე „კარო. არტის“ ფესტივალზე გაუქმდა რეჟისორ ალექსანდ სოკუროვის ფილმ „ზღაპრის“ ჩვენება, რომელშიც სტალინის, ჰიტლერისა და მუსოლინის საიქიო ცხოვრებაზეა. ფილმის ჩვენება 15 ოქტომბრის საღამოს იყო დაგეგმილი.
ფილმის ჩვენების გაუქმების შესახებ ცნობა ფესტივალის ორგანიზატორებმა დაუდასტურეს სააგენტო „ტასს“, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებიათ. როგორც თავად რეჟისორმა სოკუროვმა განაცხადა, ფილმის ჩვენება გაუქმდა კულტურის სამინისტროს განკარგულებით.
სოკუროვი ვარაუდობს, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვება ასევე „ზღაპრისათვის“ გაქირავების დამადასტურებელ ლიცენზიაზე უარი და ყველა მისი კინემატოგრაფიული ნამუშევრის სიტყვიერი აკრძალვა.
"ცხოვრებაში დიდი პრობლემები მელოდება, როგორც საბჭოთა პერიოდში, როცა ჩემი ყველა ნამუშევარს ჩვენება აკრძალეს. ...მე არ ვაპროტესტებ მხოლოდ ცენზურას-ვაპროტესტებ ჩემი კონსტიტუციური უფლების დარღვევას, თავისუფლად დავუკავშირდე თანამემამულეებს ჩემი ნამუშევრებით ", - წერს რეჟისორი.
ფილმ "ზღაპრის" სიუჟეტის ცენტრში არის სტალინის, ჩერჩილის, ჰიტლერისა და მუსოლინის შეხვედრა საიქიოში. სოკუროვის თქმით, "ეს არის მეორე მსოფლიო ომის მოვლენების შესახებ ზღაპრული, ფანტასტიკური ისტორია."
- რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სოკუროვი არაერთხელ დაუპირისპირდა ომს და მხარი დაუჭირა რუს პოლიტპატიმრებს. 2022 წლის თებერვალში მან ხელი მოაწერა პარტიის „იაბლოკოს“ პეტიციას, რომელიც ომის შეწყვეტას მოითხოვდა. 2022 წლის აგვისტოში რეჟისორმა ხელი მოაწერა ვლადიმერ პუტინს ღია წერილს ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ სიკვდილით დასჯის გაუქმების წინადადებით.
- 2022 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა, სოკუროვი საჯაროდ ეკამათა პრეზიდენტს, კერძოდ - ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სხვა პრობლემების შესახებ.
ასევე ნახეთ
რუსეთის მესაზღვრეებმა რუსეთიდან ფინეთში არ გაუშვეს კინორეჟისორი ალექსანდრ სოკუროვი