აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად

სარაკეტო თავდასხმის მომენტი. საილუსტრაციო ფოტო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ შაბათ-კვირას ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად, სულ ცოტა, ცხრა ამერიკელი მოქალაქე დაიღუპა. მანამდე გამოცხადებული იყო აშშ-ის 4 მოქალაქის დაღუპვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კავშირშია მათ ოჯახებთან "და უზრუნველყოფს ყველა საჭირო საკონსულო დახმარებას", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ორივე მხარეს 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ასევე ნახეთ ისრაელმა ღაზის სექტორის ბლოკირება დაიწყო
  • 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ხმელეთიდან შეიჭრა ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
  • ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.
  • პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია 2 271.
  • 2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.