"ახლახან" რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო – ახმატ კადიროვის ორდენი გადაეცა, - ამის შესახებ რამზან კადიროვმა განაცხადა.
ახმატ კადიროვის სახელობის ორდენით პუტინის დაჯილდოების შესახებ შესაბამის ბრძანებას ხელი 2007 წელს მოეწერა. „მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ან ხელსაყრელი მომენტი არ იყო, ან საბაბი, რომ ეს უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა“, - წერს ტელეგრამის არხში რამზან კადიროვი. იგი არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა პუტინისთვის ამ ორდენის ახლა გადაცემის მიზეზი.
ჩეჩნეთის ლიდერი ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში მადლობას უხდის პუტინს „რესპუბლიკის აღდგენაში მის მიერ შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის გამო“.
ჩეჩნეთის უმაღლესი ორდენის მფლობელები უკვე არიან თავად რეგიონის ხელმძღვანელი, ასევე მისი დედა, ქალიშვილი, ნათესავები და ნდობით აღჭურვილი პირები.
სულ ბოლოს, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო მიიღო რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვისხან მაცუევმა. იგი არის რამზან კადიროვის ქალიშვილის, აიშატ კადიროვას, მეუღლე.
ასევე ნახეთ
ჩეჩნეთის მეთაურის სიძემ რეგიონის უმაღლესი ჯილდო - კადიროვის ორდენი მიიღომიუხედავად ამისა, ორდენი, რომელიც პუტინს გადაეცა, პირველი ნომრით არის გამოწერილი, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩეჩნეთის უმაღლესი ორდენის პირველი მფლობელია.