საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები აპროტესტებენ "შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში" შესატან ცვლილებებს, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს, ორი ადამიანი დააკავეს. მათგან ერთ-ერთია 7-8 მარტის აქციებისას პოლიციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი, მეორე კი მისი ძმა.
ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს - ბექა გრიგორიადისი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი), მისი ძმა კი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლები).
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს გრიგორიადისების დაკავების ფაქტს.
ასევე ნახეთ პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე "დროებითი კონსტრუქციები" იზღუდება