კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა

23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა.

ტვერის რეგიონში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ძეგლი აღმართეს. ეს არის ქვა ლოგოთი და წარწერით "სისხლი, პატივი, სამართლიანობა, სამშობლო, გამბედაობა, „ვაგნერი". ძეგლის ფოტო ტელეგრამის ერთ-ერთმა არხმა გამოაქვეყნა.
ძეგლის გვერდით არის „ვაგნერის“ დროშა. სურათებზე ჩანს, რომ მონუმენტთან უკვე არის შემკობილი ყვავილებით და გვირგვინებით.

ერთი კვირის წინ ვორონეჟის რეგიონში ძეგლი გაუხსნეს 24 ივნისს ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული სამხედრო ამბოხის დროს ჩამოგდებული საბრძოლო შვეულმფრენ კ-52-ის მფრინავებს.

პილოტების ხსოვნის უკვდავყოფის ინიციატივის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედიაში არაფერი თქმულა.

23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. დაიღუპა მასში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.

თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის.

ასევე ნახეთ

პრიგოჟინი ფრენის დროს ნიღბავდა თავის თვითმფრინავებს-WSJ


კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს თვითმფრინავის ჩამოვარდნას "ტრაგიკული" უწოდა და თქვა, რომ "აბსოლუტური სიცრუეა" ვარაუდები კატასტროფის განზრახ გამოწვევის თაობაზე.