თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გუშინ, 28 სექტემბერს, გამოაცხადა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ წვრილმანი ხულიგნობა იყო - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევა - დგომა პარლამენტის წინ საპროტესტო პლაკატით, რომელზეც ეწერა "ირა*ლი". შინაგან საქმეთა სამინისტრო ადვოკატს ედავებოდა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასაც (მუხლი 173), თუმცა მოსამართლემ ამ ნაწილში ის გაამართლა.
„ეს არ იყო დაკავება, ეს იყო თავდასხმა ჩემზე, როცა 20-მდე პოლიციელმა ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე გამიტაცა და წამიყვანა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით“, - თქვა შოთა თუთბერიძემ გათავისუფლების შემდეგ.
შოთა თუთბერიძე 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „ირა*ლი“. იმ ღამეს პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი, რომელიც სუფთა ფურცლით იდგა პარლამენტის შენობასთან. მოსამართლემ ისიც დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისთვის.
ასევე ნახეთ მოსამართლემ მოქალაქე სუფთა ფურცლის გამო 500 ლარით დააჯარიმა2 ივნისს მოქალაქეების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო გამოხატავდა პროტესტს (ღარიბაშვილმა უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის ნარატივი გაიმეორა ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე), მეორე ნაწილი კი ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ ქაღალდზე დაწერილი “ირა*ლი” გამოხატვის თავისუფლებაა და არა კანონდარღვევა.