თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 25 სექტემბერს აზერბაიჯანის ექსკლავში, ნახიჩევანში, შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის ოფისი.
განცხადების თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა იქნება "ბოლო მოვლენები" მთიან ყარაბაღში.
შეხვედრის ფონია აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული სწრაფი სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც ბაქომ დაიკავა ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ანკლავი.
ერდოანმა მიმდინარე კვირაში რამდენჯერმე გამოუცხადა მხარდაჭერა აზერბაიჯანის არმიას.
ასევე ნახეთ ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანსმთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.