Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, ტელეფონით ესაუბრა. საუბრის თემა იყო ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები.

საუბარში აშშ-მა დაადასტურა მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ:

„ბლინკენმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიმართ. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და თავისი ვალდებულებები, პატივი სცეს ყარაბაღში მცხოვრები ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელ X-შიც დაწერა, რომ აშშ გააგრძელებს სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.

19 სექტემბრის დილით აზერბაიჯანის არმიამ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. 20 სექტემბერს კი განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

ათწლეულების განმავლობაში სომხეთს და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებაა დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გამო. რეგიონი უპირატესად სომხებით არის დასახლებული.

XS
SM
MD
LG