კრემლის ვეტერანი კრიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა ჩაიყვანეს ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც 25-წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს. კოლონიაში მიყვანისთანავე, ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სადამსჯელო საკანში, აცხადებს მისი ადვოკატი ვადიმ პროხოროვი.
პოროხოროვის თქმით, უცნობია, რატომ მოათავსეს ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე კარა-მურზა სადამსჯელო საკანში.
ასევე ნახეთ სააპელაციო სასამართლომ ვლადიმირ კარა-მურზას მიმართ ადრე გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვაკარა-მურზას მოსკოვიდან ომსკში გასაიდუმლოებული გადაყვანის პროცესი სამ კვირამდე გაგრძელდა.
აშშ-ის კანონმდებლებმა ახლახან ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდეს, დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ში მცხოვრებ კარა-მურზას მიეცეს "არასწორად დაპატიმრებულის" სტატუსი.
კარა-მურზა მსჯავრდადებულია ღალატში, არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და „არასასურველი ორგანიზაციის“ მუშაობაში მონაწილეობაში.
ასევე ნახეთ ევროკავშირის საბჭომ კარა-მურზას დევნისთვის სანქციები დაუწესა რუსეთის ცხრა მოქალაქეს