ანექსირებული ყირიმიდან იტყობინებიან, რომ ინტერნეტის ადგილობრივ პროვაიდერებზე „უპრეცედენტო კიბერთავდასხმა“ განხორციელდა. ნახევარკუნძულზე საინტერნეტო კავშირი შეფერხებებით მუშაობს.
რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ლიდერის, სერგეი აქსიონოვის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ ტექნიკური სამსახურები კიბერთავდასხმის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ.
პარასკევს ყირიმის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშები განხორციელდა. სეროზულად დაზიანდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი სევასტოპოლში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე, მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ ის კი არ დაიღუპა, არამედ უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ასევე ნახეთ რუსეთი იტყობინება, რომ სევასტოპოლში ფლოტის შტაბზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანია დაკარგულიყირიმის წინააღმდეგ რეგულარულად ხორციელება უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები. რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა, როგორც წესი, კომენტარის გარეშე ტოვებს სროლასა და დრონების იერიშებს. კიევს არაერთხელ განუცხადებია, რომ სრული უფლება აქვს, იერიში მიიტანოს რუსულ სამიზნეებზე ანექსირებულ ყირიმში, ვინაიდან ნახევარკუნძულს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს.