აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიტ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ს საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე, რამშტაინში გამართულ შეხვედრაზე (რომელიც სისტემატურად იმართება უკრაინისთვის დახმარების მიზნით) შეკრებილებს მოუწოდა, გადაახედონ საბრძოლო მასალის მარაგს: მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე გადამტაც თვითმფრინავებს.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინა მომავალი ზამთრისთვის მომზადდეს, თქვა ოსტინმა, რომელმაც, ამასთან, გამოაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაპირებული „აბრამსის“ ტიპის საბრძოლო ტანკები უკრაინას მალე გადაეცემა.
გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, რომელმაც შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო ავადმყოფობის გამო, გამოაცხადა, რომ კიევს გერმანია კვლავ მიაწვდის სამხედრო პროდუქციას.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, კიევის მოთხოვნა Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე, ამ, ე.წ. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, არ განუხილავთ.
ასევე ნახეთ ბაიდენმა მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთთან ომში