აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანარ ეივაზოვმა 19 სექტემბერს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური ძალების 60-ზე მეტი საბრძოლო პოზიცია დაიკავეს. მისი თქმით, „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად განეიტრალებულია 20-მდე სამხედრო მანქანა, 40-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი, 30-ზე მეტი 120 მმ და 82 მმ ნაღმმტყორცნი, 2 საზენიტო სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, 6-ზე მეტი რადიოელექტრონული სადგური და სხვა საბრძოლო საშუალებები.
აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყება გამოაცხადა 19 სექტემბერს, დილით. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, საღამოს რვა საათისთვის მთიანი ყარაბაღის დედაქალაქიდან, სტეფანაკერტიდან მიღებული ცნობით, 25 ადამიანია დაღუპული, მათ შორის - ორი მშვიდობიანი მოქალაქე. საომარი მოქმედების დაწყებიდან დაშავებულია 138 პირი, მათ შორის - 29 სამოქალაქო პირი.
ასევე ნახეთ თურქეთმა განაცხადა, რომ ბაქო „იძულებული იყო ზომები მიეღო“ მთიან ყარაბაღში. დაღუპულთა რიცხვი 25-ია, ევაკუირებულია შვიდი ათასი ადამიანისაომარი მოქმედებების პირობებში შეუძლებელია მიღებული ცნობების სანდოობის შემოწმება დამოუკიდებელ წყაროების საშუალებით.