Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა განაცხადა, რომ ბაქო „იძულებული იყო ზომები მიეღო“ მთიან ყარაბაღში. დაღუპულთა რიცხვი 25-ია, ევაკუირებულია შვიდი ათასი ადამიანი


აზერბაიჯანმა საომარი მოქმედება წამოიწყო მთიან ყარაბაღში. 19 სექტემბერი, 2023 წელი
აზერბაიჯანმა საომარი მოქმედება წამოიწყო მთიან ყარაბაღში. 19 სექტემბერი, 2023 წელი
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია მხოლოდ სამხედრო ელემენტების წინააღმდეგ, რადგან მანამდე ბაქოს კანონიერი და საფუძვლიანი შეშფოთება პასუხგაუცემელი რჩებოდა. ამიტომ, უწყების თანახმად, აზერბაიჯანი იძულებული გახდა, მიეღო ზომები, რომლებსაც "საჭიროდ თვლის თავის სუვერენულ ტერიტორიაზე.“
მთიანი ყარაბაღიდან იტყობინებიან, რომ დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია, დაშავებულია 138 ადამიანი.
მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის ომბუდსმენმა გეღამ სტეპანიანმა განაცხადა, რომ 16 სოფლიდან შვიდი ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული.
19 სექტემბრის დილით აზერბაიჯანმა ჯერ მთიანი ყარაბაღის „თავდაცვის არმია“ დაადანაშაულა დივერსიულ მოქმედებებში (რის შედეგადაც, სავარაუდოდ, 6 აზერბაიჯანელი დაიღუპა), შემდეგ კი ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყება გამოაცხადა.
მთიანი ყარაბაღის "თავდაცვის არმიის" ცნობით, დაახლოებით 13:00 საათიდან აზერბაიჯანის არმია "თავდაცვითი ძალების" გარღვევას მთელი შეხების ხაზზე ცდილობდა, ხოლო ყარაბაღის ჯარები მტკიცე წინააღმდეგობას უწევდნენ. მოგვიანებით, მთიანი ყარაბაღის "თავდაცვის დეპარტამენტმა" განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები გრძელდება მთელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები იყენებს არტილერიასა და რაკეტებს, უპილოტო საფრენ აპარატებს და საბრძოლო თვითმფრინავებს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, საღამოს რვა საათისთვის მთიანი ყარაბაღის დედაქალაქიდან, სტეფანაკერტიდან მიღებული ცნობით, 25 ადამიანია დაღუპული, მათ შორის - ორი მშვიდობიანი მოქალაქე. საომარი მოქმედების დაწყებიდან დაშავებულია 138 ადამიანი, მათ შორის - 29 სამოქალაქო პირი. ამის შესახებ ცნობა „მთიანი ყარაბაღის სახალხო დამცველმა“ ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.
XS
SM
MD
LG