სააგენტო Reuters-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მისმა სამშვიდობო ძალებმა 500-მდე სამოქალაქო პირი გაიყვანეს აზერბაიჯანის დე იურე, სომხური ძალების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიიდან, ხოლო დაჭრილებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ევაკუირებულია 469 პირი, მათგან 185 ბავშვია, იტყობინება სამინისტრო.
აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს წამოიწყო სამხედრო ოპერაცია მთიან ყარაბაღში და განაცხადა, რომ სურს აღადგინოს თავისი სრული კონტროლი რეგიონში და განდევნოს იქიდან სომხური შეიარაღებული ძალები. სომხეთი უარყოფს, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალების ჰყავს.