საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან) ხევში ადიდებულმა წყალმა მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა. გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩაკეტვის პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-12) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით
დეპარტამენტი აცხადებს, რომ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
11 სექტემბერს, გზის ჩანგრევის გამო, რაჭაში, ონისკენ მიმავალ გზაზე, მოძრაობა დაახლოებით 11 საათიდან იყო შეფერხებული.
ასევე ნახეთ ონის მიმართულებით მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგა