Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონის მიმართულებით მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგა


გზის დაზიანებული მონაკვეთი
გზის დაზიანებული მონაკვეთი

რაჭაში, ონის მიმართულებით მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა დროებითი შემოვლითი გზით. ინფორმაციას აქვეყნებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

"[ამ მონაკვეთზე] მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

რაჭაში, ონისკენ მიმავალ გზაზე, მოძრაობა დღეს, 11 სექტემბერს, გზის ჩანგრევის გამო დაახლოებით 11 საათიდან იყო შეფერხებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გზის სავალ ნაწილზე ბზარები გაიზარდა და დაზიანებული მონაკვეთის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება თავადვე მიიღეს.

„გზის ნაწილის ჩამოშლა მოხდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის არსებული საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე. ეს მონაკვეთი ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო და სწორედ ამიტომ დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

XS
SM
MD
LG