საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჟოზეპ ბორელთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გაამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ღიად ისაუბრა სტუმართან ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ღარიბაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კარგად ესმით ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი გაერთიანება არის ხანგრძლივი და გრძელვადიანი პროცესი.
მისი სიტყვებით რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ, „ჩვენ არ მივიღეთ კანონი, ჩვენ ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმას. საქართველოს პრემიერის თქმით, დღეს საქართველოში „სასამართლო არის სანიმუშო სისტემა. ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან მაღალი. ევროპული სასამართლოს ნდობის დონის“.
შეუსრულებელ რეკომენდაციებს შორის ირაკლი ღარიბაშვილმა დეპოლარიზაციის პუნქტიც დაასახელა და მისი შეუსრულებლობის ტვირთი დიდწილად ოპოზიციის პასუხისმგებლობად მიიჩნია.
„სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც ეს რეკომენდაცია მივიღეთ, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა არამედ პირიქით, მოიმატა იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს, მათთვის სასპეკულაციო საგანია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა,
მან საქართველოს წვლილზე ისაუბრა გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართლებით, საქართველოს მონაწილებაზე ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში.
აღნიშნა, რომ საქართველოს 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველო იყო პირველი რომელელსაც რუსეთ დაესხა თავს და რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ასევე ნახეთ ბორელი ღარიბაშვილს: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რისკია, კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას„საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენ არ ვამბობს რომ ვართ იდეალური, არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩართულობაა საჭირო. 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი არის შესრულებული, დარჩენილიზე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი რისთვისაც მზად ვართ რომ თქვენთან მუშაობა გავაგრძელოთ, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან. ყველამ ამ ქვეყანაში მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმა, ყველამ უნდა თქვას ხმამაღა და მკაფიოდ, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება“,- განაცხხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ორდღანი ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა და პრემიერ მინისტღან და პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციული პარტიებსი წარმომადგენლებთან შეხვდერის გარდა დაგეგმილია სეხვდერა პრეზიდენთნან, სამოქალაქო სექტორთან, ბორელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.