შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმააცია, სამი დაკარგულის ძებნაზე, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.
უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
უწყება ადგილობრივებს მოუწოდებს "თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს".
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ სტიქიის გამო გურიაში 3 ადამიანს ეძებენ 2 არასრულწლოვანია ასევე ნახეთ ადიდებულმა მდინარემ ქობულეთში ქუჩები დატბორა