რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს ინფორმაცია „მინისტრის“ ირნალ არძინბას გადადაგომის შესახებ.
„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ საკადრო ცვლილებები ოკუპირებულ აფხაზეთში: "ვიცე-პრემიერი" თანამდებობიდან გაათავისუფლეს
მანამდე არძინბას გადადგომის შესახებ თითქმის ყველა აფხაზური საინფორმაციო რესურსი და რუსული სახელმწიფო სააგენტო ტასსი უწყებოდა დე ფაქტო უწყების თანამშრომელზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ თითქოს არძინბამ გუნდის წევრებს პოსტის დატოვებისა და რუსეთში დაბრუნების გადაწყტილების შესახებაც აცნობა.
ასევე ნახეთ გადადგა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
დღეს, 5 სექტემბერს, ცნობილი გახდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერის სერგეი პუსტოვალოვის გადადგომის შესახებ, რომელიც ამ პოსტს 2020 წლიდან იკავებდა. ამასთან, ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია ჯანსუღ ნანბას „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის“ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ნანბას სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მეწარმე და საზოგადოებრივი პალატის წევრი აბესალომ კვარჩია დაინიშნა.