საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონატზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მატჩში ვენესუელის ნაკრებს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და შეჯიბრების მონაწილე ოცდათორმეტი ქვეყნის ნაკრებიდან თექვსმეტ საუკეთესოში შევიდა.

მესამე ტურში ქართველი კალათბურთელები ვენესუელის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მოუგეს, ანგარიშით 70:59. ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. გოგა ბითაძემ კი ორმაგი დუბლი შეასრულა 11-11 ქულით და მოხსნით.

ვენესუელის ძლევით საქართველოს ნაკრებმა F ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და ლიდერ სლოვენიასთან ერთად გადავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე - ახალ ჯგუფში ქართველი და სლოვენიელი კალათბურთელები გერმანიას და ავსტრალიას შეხვდებიან და ოთხეულიდან ორი უძლიერესი მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს.

ასევე ნახეთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონატზე