საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საგარეო უწყება უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

"გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო უკრაინისადმი სოლიდარულია და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს უსურვებს მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტში.

უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

ასევე ნახეთ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო უკრაინის დამოუკიდებლობის აქტი. საბჭოს ხელმძღვანელობდა ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მოგვიანებით გახდა დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი.

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს რუსეთთან ომის პირობებში. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.