Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე ვრცელდება.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდითაა. ამ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სურს თქვენთან ერთად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე, რისთვისაც იბრძვით ასე მამაცურად წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო უკრაინის დამოუკიდებლობის აქტი. საბჭოს ხელმძღვანელობდა ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მოგვიანებით გახდა დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი.

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს რუსეთთან ომის პირობებში. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

XS
SM
MD
LG