დაიწყო შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის გლუკოზის საზომი მოწყობილობების გაცემა 

საილუსტრაციო ფოტო: ბავშვს უზომავენ სისხლში გლუკოზის მაჩვენებლებს

საქართველოში დაიწყო შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის გასაზომი სპეციალური მოწყობილობების გაცემა - ამ მოწყობილობით მონაცემების მიღება ჩხვლეტის გარეშეა შესაძლებელი. მათ შემოტანას დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებით ითხოვდნენ.

მასალა არქივიდან ისევ უარი? დიაბეტის მქონე ბავშვები სახელმწიფოს პასუხის მოლოდინში

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Guardian 4 გაიცემა 7-18 წლის მოზარდებისთვის, 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი გრძელდება Guardian 3 სენსორების მიწოდება.

მასალა არქივიდან თითში ჩხვლეტა უნდა დასრულდეს - რას ითხოვენ დიაბეტიანი ბავშვების მშობლები?

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარების ნაწილისთვის უფასოდ გასცემს იმ ტიპის მობილურ ტელეფონებსაც, რომლებსაც გლუკოზის შესახებ მონაცემების მიღება შეუძლია:

"განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი", - აღნიშნავს ჯანდაცვის სამინისტრო.