„წინასწარი გათვლებით, ავტომატური სადგური „ლუნა-25“ შეეჯახა მთვარეს და არსებობა შეწყვიტა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „როსკოსმოსის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
„წინასწარი ანალიზის მიხედვით, იმპულსის ფაქტობრივი პარამეტრებიდან გადახრის გამო კოსმოსური აპარატი „ლუნა-25" გადავიდა პროექტით გაუთვალისწინებელ ორბიტაზე და შეწყვიტა არსებობა მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად", - ნათქვამია განცხადებაში.
"როსკოსმოსმა" განმარტა, რომ 19 აგვისტოს სადგურს მიეცა იმპულსი, რათა გადასულიყო დაშვებისწინა ორბიტაზე.
„დაახლოებით 14:57 საათზე „ლუნა-25-თან" კომუნიკაცია შეწყდა. მოწყობილობის ძებნისა და მასთან კომუნიკაციის აღდგენის ზომებმა შედეგი ვერ გამოიღო“.
როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველი რუსული მთვარის სადგური „ლუნა-25“ შეიქმნა ს. ლავოჩკინის სახელობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებაში, ხოლო აპარატი დედამიწიდან გაიტანა 11 აგვისტოს კოსმოდრომ "ვოსტოჩნიდან" გაშვებულმა რაკეტა „სოიუზ 2.16-მა".
ფრენის დროს სადგურმა ორჯერ შეასწორა ტრაექტორია და 16 აგვისტოს შენელების ორი იმპულსის გაცემის შემდეგ გავიდა მთვარის ორბიტაზე, ზედაპირიდან დაახლოებით 100 კმ სიმაღლეზე. ფრენის დროს სადგური დედამიწას გადასცემდა მონაცემებს სამეცნიერო მოწყობილობების შესახებ, ასევე გადასცა რამდენიმე ფოტო, მათ შორის მთვარის სამხრეთ პოლუსზე მდებარე ზეემანის კრატერისა.
ასევე ნახეთ რუსეთის კოსმოსურ სადგურ ლუნა-25-ზე გაუთვალისწინებელი ვითარება შეიქმნა21 აგვისტოს სადგური უნდა დაშვებულიყო მთვარის ხილულ მხარეს, ბოგუსლავსკის კრატერის ჩრდილოეთით. მისიის მთავარი მიზანი იყო დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ნიადაგში ყინულის არსებობის შესწავლა.