რუსეთის სააგენტოების თანახმად, ავტომატურ კოსმოსური სადგური ლუნა-25-ზე გაუთვალისწინებელი ვითარება შეიქმნა, როცა სადგური დაჯდომისწინა ორბიტაზე უნდა გადასულიყო.
რუსეთის კოსმოსის კვლევის სააგენტო როსკოსმოსი იტყობინება, რომ „დღეს ლუნა-25-ის ფრენის პროგრამის შესაბამისად, გაიცა იმპულსი სადგურის დაჯდომისწინა ორბიტაზე გადასვლის შესახებ. ამ ოპერაციის შესრულებისას სადგურის ბორტზე შეიქმნა გაუთვალისწინებელი ვითარება, რამაც არ მისცა მას მიცემული პარამეტრების შესაბამისი მანევრის გაკეთების შესაძლებლობა“ - ნათქვამია როსკოსმოსის მიერ ტელეგრამარხით გავრცელებულ ცნობაში.
როგორც სახელმწიფო კორპორაცია იტყობინება, „ამ მომენტისთვის მართვის ჯგუფის სპეციალისტები ვითარებას აანალიზებენ“.
ადრე, როსკოსმოსი იტყობინებოდა, რომ ლუნა-25-მა მთვარის მახლობელი ორბიტიდან გადმოსცა სამეცნიერო კვლევის პირველი შედეგები და ერთ-ერთმა ხელსაწყომ დააფიქსირა მიკრომეტეორთან შეტაკება.