ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვის თეატრის შენობა რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. 19 აგვისტო, 2023 წელი

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში დაშავებულთა რიცხვმა მიაღწია 148-ს, იტყობინება ოლქის ადმინისტრაცია 20 აგვისტოს.

საავადმყოფოში მოათავსეს 41 პირი, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

19 აგვისტოს სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩერნიგოვში დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ექვსი წლის ბავშვი.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა 500-მდე შენობა. რუსეთის არმიის ამ ქმედებას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ლომაკომ უწოდა „ომის დანაშაული“.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა დენიზ ბრაუნმა დაგმო „უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე განმეორებადი თავდასხმები“.

ასევე ნახეთ ჩერნიგოვზე თავდასხმისას შვიდი ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა