რუსეთის არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის ჩრდილოეთში, ქალაქ ჩერნიგოვზე 19 აგვისტოს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავებულთა რიცხვი 90-ია.
ამის თაობაზე იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტკივილის და დანაკარგების დღე“ უწოდა ამ თავდასხმას, რომელიც განახორციელა „ტერორისტულმა სახელმწიფომ“. შვედეთში ვიზიტად მყოფმა ზელენსკიმ X-ის საიტზე, რომელიც ადრე Twitter-ად იწოდებოდა, დაწერა: „რუსეთის რაკეტა მოხვდა ჩერნიგოვის გულს. მოედანი, უნივერსიტეტი, თეატრი“. მან ასევე გაავრცელა თავდასხმის შესაძლებელი ადგილის ვიდეო. „რუსეთმა ჩვეულებრივი შაბათი ტკივილის და დანაკარგების დღედ აქცია“. „აი, რას ნიშნავს ტერორისტული სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება... მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, წინ აღუდგეს რუსეთის ტერორს“.
ოლქის გუბერნატორმა, ვაიჩესლავ ჩაუსმა ტელეგრამით დაწერა, რომ „ეს ალბათ ბალისტიკური რაკეტა იყო“.
ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩერნიგოვზე თავდასხმისას რაკეტა მოხვდა თეატრს და დაიღუპა ექვსი წლის ბავშვი, 11 ბავშვი დაშავდა. დაღუპული ბავშვის დედა მძიმე მდგომარეობაშია.
გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა, დაგმო სარაკეტო თავდასხმა ქალაქზე, მას „საშინელი“ უწოდა და მოუწოდა მოსკოვს, შეწყვიტოს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა. „საშინელებაა დიდი ქალაქის მთავარ ქალაქზე თავდასხმა დილით, როცა ხალხი სეირნობს, ზოგი ეკლესიაში მიდის, რათა იზეიმოს ბევრი უკრაინელისთვის რელიგიური დღეს“ ნათქვამია დენიზ ბრაუნის განცხადებაში.
19 აგვისტოს, ადრე, უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ მისმა ანტისაჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო „შაჰედის“ ტიპის 17-დან 15 დრონი, რომლებიც რუსეთმა ღამით ბოლო თავდასხმისთვის გამოიყენა.