აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც, ვაშინგტონის თქმით, 2020 წელს მონაწილეობდნენ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მოწამვლაში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო 17 აგვისტოს განცხადებაში ამბობს, რომ ოთხ კაცს კავშირი აქვს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (FSB).
"დღეს ვლადიმირ პუტინსა და მის რეჟიმს შევახსენებთ, რომ შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ სასტიკი და არაპროვოცირებული ომის წარმოებას უკრაინის წინააღმდეგ, არამედ რუსი ხალხის ადამიანის უფლებების დარღვევებსაც", - თქვა ბრაიან ნელსონმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის განხრით, და დასძინა, რომ ნავალნიზე თავდასხმა "აჩვენებს კრემლის მხრიდან ადამიანის უფლებების არად ჩაგდებას".
ფინანსთა სამინისტროს საგარეო ქონების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებით, სანქციები შეეხოთ ალექსეი ალექსანდროს, კონსტანტინ კუდრიავცევს, ივან ოსიპოვს და ვლადიმირ პანიაევს და ოთხივე მათგანი მონაწილეობდა ნავალნის მოწამვლაში.
ასევე ნახეთ ახალი განაჩენის გამოტანის შემდეგ ნავალნი კიცხავს მათ, ვინც „ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა“