Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი განაჩენის გამოტანის შემდეგ ნავალნი კიცხავს მათ, ვინც „ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა“


ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი. 4 აგვისტო, 2023 წელი
ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი. 4 აგვისტო, 2023 წელი
თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ბოლო სასამართლოს პროცესი შემდეგ, რომელიც გასულ კვირაში დასრულდა გამამტყუნებელი განაჩენით, რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ მძაფრად გააკრიტიკა საბჭოთა პერიოდის შემდგომი მმართველი კლასი რუსეთში.
ნავალნი, რომელსაც ექსტრემიზმისთვის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, წერს, რომ მას საშინლად სძულს ისინი, ვინც გაყიდა და გაფლანგა ისტორიული შანსი 1990-იანი წლების დასაწყისში.
თავის განცხადებაში, სახელწოდებით, "ჩემი შიშები და სიძულვილი“, რომელიც ნავალნიმ გამოაქვეყნა 11 აგვისტოს, ის წერს, რომ სიძულვილს გრძნობს რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის და სხვა მოხელეების მიმართ, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვერ შეძლეს ქვეყანაში საჭირო დემოკრატიული რეფორმების გატარება და ხელისუფლებაში მოიყვანეს ვლადიმირ პუტინი.
ნავალნი, მისი მოკავშირეები, უფლებადამცველი ჯგუფები და დასავლეთის ქვეყნების მთავრობები თვლიან, რომ პოლიტიკოსის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.
XS
SM
MD
LG