საქართველოს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ როცა რუსეთს ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ძმობა შეუძლებელია. ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი "ბლექ სი არენის" სცენაზე ბენდ The Killers-ის სოლისტის მიერ დრამერად რუსეთის მოქალაქის აყვანის გამო გამოწვეულ პროტესტს.
"თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი დგას - უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია. ყველა საკითხი ამით იწყება და მთავრდება.
ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როცა მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია", - ამბობს სარჯველაძე.
15 აგვისტოს შეკვეთილში გამართულ კონცერტზე ბენდ The Killers-ის სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც მსმენელთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
ასევე ნახეთ The Killers-მა "ბლექ სი არენის" სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა - მსმენელების ნაწილმა დარბაზი დატოვა15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ინიციატივით Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე ამერიკულმა მუსიკალურმა ბენდმა, The Killers-მა, განცხადება გაავრცელა და ქართველ აუდიტორიას ბოდიში მოუხადა. განცხადება გაავრცელა Black Sea Arena-მაც.
„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით“, - ნათქვამია Black Sea Arena-ს განცხადებაში.
ასევე ნახეთ Black Sea Arena The Killers-ის კონცერტზე: ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობასსაქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.