შოვის მეწყერში მოყოლილი დავით ჯელაძე, რომელმაც რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ თავის 6 წლის დისშვილთან ერთად დააღწია თავი ტალახს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს. ვიდეო, რომელიც ასახავს, როგორ გამოჰყავს ლაფიდან ჯელაძეს ბავშვი, 3 აგვისტოსვე გავრცელდა.
"ვაიმეე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი?!" - წერს დავით ჯელაძე ფეისბუკის სტატუსში, რომელშიც ირაკლი კობახიძე ჰყავს მონიშნული.
შოვში მომხდარი სტიქიიდან მე-11 დღეს მმართველი პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი ნათქვამის მიხედვით, 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ".
ასევე ნახეთ "შენ არ განგიცდია ბავშვი ზურგზე გეჯდეს და ეფლობოდე მეწყერში" - მეწყერში მოყოლილი კობახიძეს"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ "გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს" - მეწყერში მოყოლილმა კობახიძეს უპასუხაჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კი მან დავით ჯელაძის შესახებაც ილაპარაკა.
"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით", - თქვა მან.
შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 24 ადამიანის ცხედარი, 9-ს კი ეძებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიის შესახებ თავის პირველ კომენტარში 13 აგვისტოს მედიასთან ილაპარაკა იმაზე, რატომ არ გამოიყენეს ვერტმფრენები 3 აგვისტოს ღამეს:
"არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ. თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება, უბრალოდ", - თქვა მინისტრმა.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი