„ვნუკოვოს“ აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დაიხურა

საილუსტრაციო ფოტო: "ვნუკოვოს" აეროპორტი

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ვნუკოვოს“ აეროპორტის რაიონში საჰაერო სივრცე დაიკეტა; გადადებულია რეისები“. აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თვითმფრინავების ნაწილი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

სააგენტო "რია ნოვოსტის" თანახმად, ეს, სავარაუდოდ, დრონით თავდასხმას უკავშირდება.

ასევე ნახეთ ოდინცოვოში ძლიერი ხანძარი იყო. ადგილზე დრონი ჩამოაგდეს

მოსკოვის აეროპორტების, "დომოდედოვოსა" და "ვნუკოვოს", მუშაობა 10 აგვისტოს ღამითაც შეჩერებული იყო. სააგენტო "რია ნოვოსტი" „ვნუკოვოს“ აეროპორტის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით წერდა, რომ „შეზღუდვები აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზით“ შემოიღეს. „დომოდედოვოში“ კი განაცხადეს, რომ ეს გაკეთდა „ფრენების უსაფრთხოების დამატებით ზომების მიზეზით“.