7 აგვისტო გლოვის დღეა - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში, მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.

ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიამ 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - კვლავ გრძელდება სამძებრო ოპერაცია დაკარგული 17 ადამიანის მოსაძებნად.

ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი