შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებიდან ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 4.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 6 აგვისტოს დილას ნაპოვნი ცხედარი ბავშვს ეკუთვნის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამოცნობამდე ამ ინფორმაციას არ აზუსტებს.

ამ დროისთვის მაშველები სტიქიის ზონაში კიდევ 17 ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ ვინ არიან შოვში დაკარგულები და დაღუპულები

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.

შოვის ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლოვის დღედ გამოაცხადა.

ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი