უკრაინამ 5 აგვისტოს რუსეთი გააფრთხილა, რომ მისი დრონების სიზუსტე იზრდება - მას შემდეგ, რაც ნავთობის ტანკერი გახდა რუსეთის მეორე ხომალდი, რომელიც ორი დღის განმავლობაში აფეთქებით დაზიანდა, მოსკოვის თქმით უკრაინის მხრიდან დრონებით განხორციელებული თავდასხმით ქერჩის სრუტეში, მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდთან ახლოს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოაქვს საზღვაო მაშველთა საკოორდინაციო ცენტრის განცხადება, რომ რუსეთის ტანკერის ძრავა დაზიანდა უკრაინის შეტევის გამო, თუმცა მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს ხომალდის ბუქსირით გადაყვანის სამუშაოები, რადგან ტანკერი თავად ვეღარ მოძრაობს.
ასევე ნახეთ მოსკოვის განცხადებით, ქერჩის სრუტეში რუსეთის ტანკერი აფეთქებამ დააზიანაკიევს უშუალოდ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ უკისრია, მაგრამ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა 5 აგვისტოს თქვა, რომ უკრაინის შესაძლებლობები მიზანში ამოიღოს რუსეთის სამიზნეები სულ უფრო კონკურენტული ხდება.
"ყოველი ახალი საბრძოლო მისიით, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატები და საზღვაო დრონები ხდება უფრო ზუსტი, ოპერატორები უფრო გამოცდილები, ბრძოლის კოორდინირება უფრო ეფექტიანი, ხოლო მაწარმოებლებს ეძლევათ საშუალება გააუმჯობესონ ტაქტიკური და ტექნიკური მასახიათებლები" - წერს დანილოვი სოციალური მედიით და დასძენს - "აგვისტო განსაკუთრებით წარმატებული იყო უკრაინელი მონადირეებისთვის".