რუსეთის ნავთობის ტანკერი დაზიანდა მოსკოვის თქმით უკრაინის მხრიდან დრონებით მიტანილი შეტევით ქერჩის სრუტეში, ახლოს იმ ხიდთან, რომელიც მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოაქვს საზღვაო მაშველთა საკოორდინაციო ცენტრის განცხადება, რომ რუსეთის ტანკერის ძრავა დაზიანდა უკრაინის შეტევის გამო, თუმცა მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს ხომალდის ბუქსირით გადაყვანის სამუშაოები, რადგან ტანკერი თავად ვეღარ მოძრაობს.
ცნობა, რომ ქერჩის სრუტეში აფეთქებები მოხდა, რამაც ტანკერის დაზიანება და ხიდზე გადაადგილების დროებით შეჩერება გამოიწვია, პირველად გავრცელდა ტელეგრამის რუსულ არხებზე.
უკრაინას ინციდენტის შესახებ ჯერჯერობით ცნობა არ გაუვრცელებია. ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.