შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. დეტალებზე ჟურნალისტებს ესაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი.
"[ნაპოვნი] 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - თქვა მან.
ასევე ნახეთ "ხეობა მთლიანად დანგრეულია" - გელა მთივლიშვილი ეპიცენტრიდან ასევე ნახეთ 112-ში პირველი შეტყობინებიდან 11 დაღუპულამდე - რაჭის სტიქიის პირველი 24 საათიბოლო მონაცემები 12 საათზე მეტია არ შეცვლილა - ნაპოვნია 11 დაღუპული და 25-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.
ასევე ნახეთ ვინ არიან შოვში დაკარგულები და დაღუპულები3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი